საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
(ინტეგრირება საგან ხელოვნებასთან , დავალება 1 )
ძირითადი
რესურსი/ტექსტი/: ი. გოგებაშვილი ,,ოთხი სურვილი“,
ავტორთა ჯგუფი : ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ლ. ვაშაკიძე, ქ. თოფაძე , 1-ლი კლასის სახელმძღვანელო, გვ. 59-61
დამატებითი
რესურსი : მარიამ წიკლაურის ლექსი „შემოდგომა“
თემა: წელიწადის დროები
შესაძლო
დამატებითი თემატიკა: ბუნება ჩვენ გარშემო
კლასი:
I
საათების
სავარაუდო რაოდენობა: 6
სკოლა: სსიპ-ქალაქ
თბილისის N167
საჯარო სკოლა
დიორამის
შექმნა
ინტეგრ.ხელოვნებასთან
ცნებები და ქვეცნებები
ტექსტი -
მოთხრობა
მოთხრობა -
ეპიზოდი
კითხვის და წერის სტრატეგიები
ტექნიკა - აპლიკაცია, ფერწერა, ძერწვა
ელემენტები - ხაზი - სწორი, ტალღოვანი, ტეხილი; ფერი - სხვადასხვა ფერი, ფორმა - (მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული).
საკითხი
მოთხრობის - ,,ოთხი სურვილი“ ეპიზოდების მიხედვით დიორამების შექმნა.
საკვანძო შეკითხვები
როგორ შევქმნა დიორამა მოთხროა ,,ოთხი სურვილის“ მიხედვით?
რამდენად შეესაბამება ჩემ მიერ
შექმნილი დიორამა ტექსტის ეპიზოდს?
რა ტექნიკა და მასალა გამოვიყენო დიორამის შესაქმნელად?
როგორ გამოვიყენო სხვადასხვა ფორმა და ხაზი გამოსახულებებში ?
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები
საკითხი :
მოთხრობის - ,,ოთხი სურვილი“ ეპიზოდების მიხედვით დიორამების შექმნა
ქვეცნებები :
ეპიზოდი
კითხვის და წერის სტრატეგიები
ხელოვნება :
ტექნიკა - აპლიკაცია, ფერწერა, ძერწვა
ელემენტები - ხაზი
- სწორი, ტალღოვანი, ტეხილი; ფერი
- სხვადასხვა ფერი, ფორმა
- (მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული).
საკვანძო შეკითხვა :
როგორ შევქმნა დიორამა მოთხრობის ,,ოთხი სურვილის" მიხედვით?
რამდენად შეესაბამება ჩემ მიერ
შექმნილი დიორამა ტექსტის ეპიზოდს?
რა ტექნიკა და მასალა გამოვიყენო დიორამის შესაქმნელად?
როგორ გამოვიყენო სხვადასხვა ფორმა და ხაზი გამოსახულებებში ?
(1) ტექსტი - მოთხრობა
(შედეგები: I 2; I 3; I
4; I 5; I 6; I. 7; I.
8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)
1.
ტექსტის მეშვეობით ავტორი
გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
2.
ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ
მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია
ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
1.
ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად
მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
4. ტექსტი შეიძლება
იყოს მოთხრობა
1. შინაარსი
Ø მოთხრობაში გადმოცემულია გამოგონილი ამბავი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს;
Ø მოთხრობაში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი
და უსულო არსებები;
Ø თხრობა ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა
დეტალით;
Ø მოთხრობაში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს
თხრობა და აღწერა, გამოყენებული იყოს დიალოგები.
2.აგებულება-სტრუქტურა
Ø მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს აქვს
სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება
ერთმანეთს;
Ø მოთხრობაში ამბავი გადმოიცემა დროითი
თანმიმდევრობის დაცვით;
Ø მოთხრობას
აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა.
3. ენა
Ø მოთხრობაში გამოიყენება ხატოვანი ენა,
იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;
Ø
გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად
ებმის ერთმანეთს.
Ø შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი
მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.
დავალების განხორციელება
ნაბიჯი 1.
რა ხერხები, სტრატეგიები
გამოიყენე მოთხრობის გასაგებად?
ა) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად? ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად?გ) რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში გასაწაფად?
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1.: გოგებაშვილი ,,ოთხი სურვილი“ გვ. 59-61
რესურსი 2.
გამოცანა
წელიწადზე
რესურსი 3. ციფრული რესურსი წელიწადის დროებზე.
აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა გამოცანაზე დაყრდნობით
აქტივობა 2. წინარე
ცოდნის შეკითხვები:
აქტივობა 3. ტექსტის „ოთხი სურვილის“
წაკითხვა -დამუშავება ჯიქსოუს მეთოდით (იხ. მეთოდიკური დანართი 1).
აქტივობა
4. ლექსიკაზე მუშაობა (უცხო სიტყვები: ძნა, კონა, უბე, აკიდო) (იხ. მეთოდიკური
დანართი 1).
სიტყვა |
ნახატი
|
მნიშვნელობა |
ასოციაცია |
აქტივობა 5 ,,კითხვის მატარებელი“(იხ.
მეთოდიკური დანართი 1).
აქტივობა 6. შესაძლებელია მასწავლებელმა წყვილებში წააკითხოს
მოსწავლეებს ტექსტი (იხ. მეთოდიკური დანართი 1).
სამიზნე ცოდნის
(დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
კითხვის სტრატეგიები
- რას გეუბნება პირველადი მინიშნებები (მაგ.,ილუსტრაცია, გამოცანის
შინაარსი...)? რით უკავშირდება ისინი
შენს ცოდნას?
- წელიწადში რამდენი დროა? რამდენი
თვე? (რესურსი 2, 3)
- რით გამოირჩევა თითოეული დრო?
- რამდენი თვეა თითოეულ სეზონზე?
იცვლება თუ არა ამინდი სეზონების მიხედვით?
- ზამთარს რომელი სეზონი მოჰყვება?
გაზაფხულს? ზაფხულს?
- როგორ გესმით სიტყვა ,,სურვილი“ ? მეორენაირად როგორ იტყოდით?
- თქვენ რას ფიქრობთ? რაზე შეიძლება იყოს ეს ტექსტი? რას შეიძლება უკავშირდებოდეს ,,ოთხი სურვილი?
- პირველ ეპიზოდში წელიწადის რომელ დროზე იყო საუბარი?(აქტ.3)
·
რას
აკეთებდა ნიკო ზამთარში?
·
რა
ინატრა ნიკომ?
·
რა
სთხოვა მამამ?
·
რატომ
მოეწონა ნიკოს გაზაფხული?
·
ახლა
რა ინატრა ნიკომ?
·
როგორ
მოიქცა მამა?
·
როგორ
გაერთო ბიჭი ზაფხულში?
·
ჰქონდა
თუ არა მას განსხვავებული სურვილი?
·
შემოდგომით
რას საქმიანობდა ნიკო?
·
მოეწონა
თუ არა მას წელიწადის ეს დრო?
·
რა
ჩაწერა უბის წიგნაკში?
·
რას
მიხვდა ნიკო ძველი ჩანაწერების წაკითხვისას?
Ø როგორ
გესმით ეს სიტყვა? როგორ ახსნიდით მის მნიშვნელობას თქვენი სიტყვებით?
Ø რა
ასოციაციას იწვევს ის თქვენში?
(კრიტერიუმები ქართულის ცნებისთვის ტექსტი)
·
რით უკავშირდება შენი დიორამა ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენე მის შესაქმნელად (მოთხ. 1, ტ. 2);
·
რითია ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს
იგი (ტ. 1);
·
რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ
ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ (მოთხ. 3);
·
რატომ დაასათაურე ნამუშევარი ამგვარად, როგორ უკავშირდება
შენი სათაური მოთხრობის შინაარსს
ან მწერლის მთავარ სათქმელს (მოთხ. 2. ტ.
1);
- რა
ხერხები, სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად? (ტ.3)
- რა ხერხები/ სტრატეგიები გამოიყენე
ეპიზოდისთვის სათაურის შესარჩევად (ტ. 3).
(კრიტერიუმები ხელოვნების ცნებისათვის -სახვითი ხელოვნების
ტექნიკა)
ისაუბრეთ :
- როგორი ტექნიკა და მასალა გამოიყენეთ დიორამის შესაქმნელად?
(2)
- რომელი ფერების ჭარბობს წელიწადის ამ დროს? როგორი ფერები
გამოიყენეთ წელიწადის ამ დროისა და შესაბამისი განწყობის გადმოსაცემად? (1)
- როგორ გამოიყენეთ სხვადასხვა ფორმა (გეომეტრიული, ბუნებაში არსებული)
და ხაზი გამოსახულებებში)? (1)
ნაბიჯი 2. რითია ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი? რომელი სიტყვა
ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ?
რა ხერხები/სტრატეგიები
გამოიყენე ეპიზოდისთვის სათაურის შესარჩევად?
რესურსები/აქტივობები
აქტივობა 1. სიუჟეტის აღდგენა შეკითხვების დასმით, ტექსტთან მიბრუნება მინიშნებზე
დასაკვირვებლად.
აქტივობა 2. ეპიზოდების დასათაურება და შერჩევა
აქტივობა 3 მკითხველთა თეატრი (იხ. მეთოდ. დანართი 1)
სამიზნე ცოდნის
(დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
ეპიზოდი,
კითხვის სტრატეგიები
ü
რატომ მოსწონს ნიკოს ზამთარი? (გაზაფხული? ზაფხული?
შემოდგომა?) (აქტ.1)
ü
რას მიხვდა ნიკო?
ü
შენ რომელი დრო მოგწონს და რატომ?
ü
ნიკოსავით შენც ხომ არ გაგიჭირდა არჩევანის
გაკეთება?
ü
რისი თქმა უნდოდა ავტორს?
ü შენი აზრით, ასე რატომ დაასათაურა ავტორმა
მოთხრობა?
ü
რამდენ ეპიზოდად
დაყოფდით ამ მოთხრობას? (აქტ. 2.)
ü
რამდენი ამბისგან,
მოვლენისგან შედგება იგი?
ü
როგორ დაასათაურებდით
მათ?
ü
ვინ რომელ ეპიზოდს აირჩევთ?
o
რატომ არის მნიშვნელოვანი
სასვენი ნიშნების გათვალისწინება? (აქტ.3)
ნაბიჯი 3. რით უკავშირდება შენი დიორამა ეპიზოდს,
რა მინიშნებები გამოიყენე მის შესაქმნელად? (მოთხ. 1, ტ. 2);
დავალების წარდგენა კლასის წინაშე;
გამომსვლელები შეთანხმებული
დღეს წარადგენენ დიორამებს.
დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი
შეკითხვების ბანკი (საჭიროებისამებრ შეირჩევა)
·
რა არის შენს დიორამაზე წარმოდგენილი?
·
რით უკავშირდება შენი დიორამა
ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენე მის შესაქმნელად?
·
როგორ დაგეხმარა დიორამების შექმნა ნაწარმოების უკეთ გაგებაში?
·
რომელი ახლად ნასწავლი სიტყვები გამოხატე დიორამაში?
·
ისაუბრე,
რა სტრატეგიები გამოიყენე დიორამის შესაქმნელად? როგორ
მიაგენი იდეებს? საჭირო
რესურსებს?
·
რომელი ჯგუფის დიორმამ
მიიპყრო ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება? რით იყო თქვენთვის საინტერესო? რაზე
დაგაფიქრათ, რაზე მიგაქცევინათ ყურადღება?
- აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები
გადადგი, რა თანამიმდევრობით;
- რა
დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ
გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობელმა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
- მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
მეთოდიკური დანართი 1.
ცნება ტექსტი, ნაბიჯი
1.
აქტივობა 3. მასწავლებელი
მოსწავლეებს რიგზე დაამარცვლინებს სიტყვას ,,წე-ლი-წა-დი“ და სთხოვს, გადანაწილდნენ ჯგუფებში ამ მარცვლების მიხედვით. ტექსტის
წაკითხვა -დამუშავება ჯიქსოუს მეთოდით. თითოეული ჯგუფი კითხულობს თითო ეპიზოდს, აკეთებენ
პრეზენტაციებს. მასწავლებელი გეზისმიმცემი შეკითხვებით ამთლიანებინებს ტექსტს.
აქტივობა 4. ლექსიკაზე
მუშაობა (უცხო სიტყვები: ძნა, კონა, უბე, აკიდო) .
ამუშავებენ მათ
ვერბალურ-ვიზუალური სქემის მიხედვით: ზედა მარცხენა უჯრაში ჩაწერენ მიცემულ სიტყვას,
ზედა მარჯვენა მხარეს უჯრაში ხატავს ამ სიტყვის შესაბამის გამოსახულებას, ქვედა მარცხენა
უჯრაში წერს ამ სიტყვის განმარტებას საკუთარი სიტყვებით, ქვედა მარჯვენა უჯრაში წერს
შესაბამის მაგალითებსა და ასოციაციებს.
აქტივობა 5 ,,კითხვის მატარებელი“
მოსწავლეები მატარებლის
მსგავსად დგებიან ერთ რიგად. თითოეულს უჭირავს ერთი და იგივე ტექსტი. მასწავლებლის
ტაშის ხმაზე პირველი მოსწავლე იწყებს ტექსტის ხმამაღლა კითხვას, დანარჩენები ყურადღებით
უსმენენ მას და თვალყურს ადევნებენ ტექსტს. მასწავლებლის შემდეგ სიგნალზე ( ტაშის დაკვრაზე)
მკითხველი წყვეტს კითხვას, გადადის რიგის ბოლოში და კითხვას განაგრძობს მეორე მოსწავლე.
ასე გრძელდება, სანამ ყველა არ წაიკითხავს. შესაძლებელია კითხვა შეაწყვეტინოს აბზაცების
ან წინადადების ბოლოს, შემდეგ გაართულოს და წინადადების ან სიტყვის შუაში გააწყვეტინოს.
თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, შეიძლება მასწავლებელმა
მატარებლის ორი შემადგენლობა გააკეთოს და შეაჯიბროს სიზუსტესა და სიჩქარეში.
აქტივობა 6. შესაძლებელია მასწავლებელმა წყვილებში წააკითხოს
მოსწავლეებს. მოსწავლეთა საჭიროებისა და მიზნების გათვალისწინებით, მასწავლებელი დაწყვილების სხვადასხვა გზას მიმართავს.
მაგ. უფრო კარგი მკითხველი ნაკლებად გაწაფულ მკითხველთან დააწყვილოს ან კითხვაში თანაბრად
გაწაფული მოსწავლეები ერთად მოახვედროს. ერთი მოსწავლე კითხულობს ტექსტის ნაწილს, მეორე
უსმენს და აფასებს მის წაკითხულს. მომდევნო მონაკვეთზე მოსწავლეები გაცვლიან როლებს.
მსმენელი მოსწავლე ყურადღებით უსმენს მეწყვილეს.
კითხვაში გავარჯიშების შემდეგ ყველა მოსწავლე გამოთქვამს
მოსაზრებას როგორც საკუთარი, ასევე მეწყვილის წაკითხულთან დაკავშირებით.
ცნება ტექსტი, ნაბიჯი 2.
სამიზნე აქტივობა 3. მკითხველთა თეატრი
- მოსწავლეები გაინაწილებენ ავტორისა და პერსონაჟების როლებს.
შერჩეული როლების (ნიკო, მამა, ავტორი)
მიხედვით, ხმამაღლა წაიკითხავენ ტექსტის შესაბამის მონაკვეთებს. პაუზებისა და სათანადო ინტონაციების
დაცვით
ცნება ტექსტი, ნაბიჯი 3
აქტივობა 2. მომზადება დიორამის შესაქმნელად
- ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირება
ხელოვნების გაკვეთილზე ისაუბრებენ
ხაზებზე, ფერებზე, ფორმებზე, ტექნიკაზე (აპლიკაცია, ფერწერა, ძერწვა).
დახატავენ, გამოჭრიან,
გაამზადებენ ტექსტის მიხედვით წელიწადის თითოეული
დროისთვის საჭირო დეტალებს (შესაძლებელია მასწავლებელმა წინასწარ გაამზადოს დიორამის შესაქმნელად საჭირო თითოეული დეტალი, მოსწავლეებს სთხოვოს გადანაწილება
სეზონების მიხედვით).
რადგან I კლასია, დიორამაზე
მუშაობისას სასურველია, ქართულის მასწავლებელმა დაიხმაროს ხელოვნების მასწავლებელი.
ცნება შედარება, ნაბიჯი 1
აქტივობა 4. წელიწადის
ორი დროის ინდივიდუალურად შერჩევა, არჩევანს მიხედვით ცხრილის შევსება (იხ. მეთოდიკური
დანართი);
·
წერითი აქტივობა (ცხრილის შევსება) შეიძლება
განხორციელდეს
ნაბიჯ-ნაბიჯ პასუხისმგებლობის გადაცემის გზით. მასწავლებელი დაწერს მოსწავლეების
მიერ ნაკარნახებ ტექსტს. შემდეგში წაუკითხავს და გააუმჯობესებენ პირველად ვარიანტს
.
·
შესაძლებელია, მასწავლებელმა შესთავაზოს
მოსწავლეებს დაადგინონ, რა კრიტერიუმების
მიხედვით შეადარებენ წელიწადის დროებს ერთმანეთს. წარადგენენ კრიტერიუმებს, მოეწყობა
განხილვა-დისკუსია - რაიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ხომ არ აკლია? შეივსება
კრიტერიუმების სია (მაგალითად, ამინდი,
საქმიანობა, გართობა, ჩაცმულობა, დღესასწაულები ...).
No comments:
Post a Comment