რეფლექსია კოლეგებისთვის კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის I კლასში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა ,, გაწაფული კითხვის უნარის გაუმჯობესება პირველ კლასში“.
იხ. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
კვლევის მიზნები იყო:
მომეხდინა კითხვის სწავლების პროცესში გამოვლენილი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და დამესახა მათი გადაჭრის გზები;
გავცნობოდი კითხვის სწავლების ეეფექტურ მეთოდებს, რათა მომერგო ისინი მოსწავლეებისა და ჩემს საჭიროებებს;
დავხმარებოდი მოსწავლეებს წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავებაში;
ეფექტურად დამეგეგმა სასწავლო პროცესი და დამეხვეწა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა; ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გამეზიარებინა კოლეგებისათვის.
კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 3 თვის მანძილზე. მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა. მშობელთა გამოკითხვა ანონიმური ანკეტირება ვაწარმოე ელექტრონული ფორმით .
კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის. კვლევის პრეზენტაციის დღედ განვსაზღვრე 2018 წლის 8 ივნისი /14:00 სთ/. პრეზენტაციას დაესწრო ათი მასწავლებელი. კოლეგებს გავაცანი კვლევის შედეგები და შეფასების მიზნით ვთხოვე ელექტრონული კითხვარის შევსება .
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი ბელა ნავდარაშვილი
- ჩემი რეზიუმე
- მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები“
- საგანმანათლებლო ბლოგი
- საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- საწრეო მუშაობა მათემატიკაში
- საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში
- საწრეო მუშაობა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
- ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილები
- საგანმანათლებლო რესურსები
- კონფერენციები
- სამოდელო გაკვეთილები
- პროექტები
- პროექტების ამსახველი ფოტო მასალა
- პროექტი ,,გააკეთეთ წიგნი / Make a book comes true"
- კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება (2018-2019 სასწავლო წელი)
- საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
- Bela Navdarashvili ART / ბელა ნავდარაშვილის ხელოვნ...
- პროექტი ,,ნარჩენების მეორე სიცოცხლე"
წარმატებები გქონდეს ჩვენო ძვირფასო კოლეგავ!
ReplyDeleteდიდი მადლობა, ქალბატონო ლია! მეც ულევ სიხარულსა და წარმატებას გისურვებთ!
Delete