პროექტი ,,ნარჩენების მეორე სიცოცხლე"

 პროექტი ,,ნარჩენების მეორე სიცოცხლე" / Project "Second Life of Waste"

პროექტის შესახებ / About the project

დღეს დედამიწა პრობლემების წინაშე დგას, ერთ-ერთი პრობლემაა ეკოლოგია. ჩვენ ადამიანები ვიწვევთ ამ პრობლემებს: ვაბინძურებთ გარემოს, ვჩეხავთ ტყეს, ვწამლავთ ჰაერს. როგორც ვიცით, ნახშირორჟანგის გარდა მეთანიც მნიშვნელოვანი სათბური აირია. ის ატმოსფერულ ჰაერში ნაგავსაყრელებიდან ხვდება. გადავწყვიტეთ გადავამუშაოთ ან მრავალჯერადად გამოვიყენოთ სხვადასხვა ნივთები და ნარჩენები, რათა დავზოგოთ მტერიალური, ადამიანური, ბუნებრივი რესურსები და ბუნებაშიც ნაკლები ნარჩენები დაგროვდება.
ამ პრობლემებზე დაფიქრება მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკიდან. გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ოჯახში არსებული ნარჩენები, დავამზადოთ საახალწლო დეკორაციები, მისალოცი ბარათები და ამ ფორმით გავუფრთხილდეთ გარემოს.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი გარემოს დაცვის მიზნით საკუთარი ვალდებულების გაცნობიერების კუთხით.


მიზნები / AIMS

• მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მნიშვნელოვან როლზე კლიმატის ცვლილების კუთხით;
• თანამშრომლობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან და ინფორმაციის გაზიარება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით;
• გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოიმუშაონ მზრუნველი დამოკიდებილება;
• გაიზარდოს მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

სამუშაო პროცესი / WORK PROCESS

1. საპროექტო თემის გაცნობა;
2. პარტნიორების გაცნობა;
3. ინფორმაციის მოძიება, მეორადი ნარჩენების გამოყნებასთან დაკავშირებით.
4. პროექტის განსახორციელებლად რესურსების მოძიება;
5. პარტნიორთა შორის ონლაინ ჩართვები გამოცდილების მიზნით;
6. ვებ-სივრცეში ნამუშევრების გამოფენა.

მოსალოდნელი შედეგები / EXPECTED RESULTS

• მოსწავლეები ისწავლიან გარემოს გაფრთხილებას და ზრუნვას;
• გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარები;
• მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება; აღიჭურვებიან ისეთი უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, მიზნების შესაბამისად რაციონალური მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, დროის და სხვა რესურსების სწორად დაგეგმვა, ხარჯვა და დაზოგვა.
• შეიქმნება ელექტრონული სივრცე.



































No comments:

Post a Comment