1.სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი: ბელა ნავდარაშვილი
რაიონი: გლდანი-ნაძალადევი
სკოლა: 167-ე საჯარო
ქალაქი: თბილისი
ელ-ფოსტა: b.navdarashvili@gmail.com
2.თემის მონახაზი
თემის დასახელება: ,,დედაენა, სიბრძნის წიგნი!“
თემის შინაარსი: მოსწავლეები გააანალიზებენ ინფორმაციებს დედაენის შესახებ
და გავუნაწილებ როლებს სცენარის მიხედვით.
ისწავლიან სცენაზე გამოსვლას და გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს.
საგანი: ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი:
Iბ
განხორციელების დროის ჩარჩო: 3 კვირა.
პრობლემის განსაზღვრა: მოსწავლეებს არ აქვთ გამომუშავებული სცენაზე წარმოდგენის
გამართვის და მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევები.
3. პროექტის მიზნები:
·
მოსმენის
კულტურის ჩამოყალიბება;
·
მხატვრული
კითხვის უნარის განვითარება;
·
მოსწავლის
ჰარმონიული და შემოქმედებითი განვითარება;
·
ჯგუფური
მუშაობის, სოციალური, თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარ-ცვევების ჩამოყალიბება;
·
საკუთარი
თავის რწმენის ჩამოყალიბება;
·
როლის
თამაშის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება სცენაზე;
·
თვითკონტროლისა
და თვითმართვის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება;
·
მოზარდმაყურებელთა
თეატრის სპექტაკლზე დასწრება;
·
საკუთარი
ნამუშევრის წარდგენა მაყურებლების წინაშე.
·
სახვითი
ხელოვნების ელემენტების შემოქმედებითად გამოყენების, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების
გამოვლენა-განვითარება.
4.თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები:
სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება
მიმართულება: კომუნიკაცია
და ინტერპრეტაცია.
I.1.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
I.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას
და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
I.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
ქართული ენა და ლიტერატურა
მიმართულება: ზეპირმეტყველება
I.1.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას
მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
I.2.მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის
ნაცნობ თემებზე.
I.4.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
·
დაესწრონ
სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრში და განიხილონ საკლასო ოთახში.
·
დაიცვან
მართლმეტყველების წესები.
·
სცენაზე
წაიკითხონ ლექსები, წარმოადგინონ სპექტაკლი, იმღერონ სიმღერები და შეასრულონ ცეკვა.
5. განსახორციელებელი ამოცანები:
Ø
მოსწავლეებს
გავაცნო პროექტის დასახელება და წავუკითხო
სცენარი.
Ø
წავუკითხო
მხატვრული ლიტერატურა, ასევე საინფორმაციო ტექსტები, ზღაპრები და ვესაუბრო პერსონაჟებზე.
Ø
პროექტის
მოსამზადებელ პერიოდში მოსწავლეები წავიყვანო მოზარდმაყურებელთა თეატრში და სპექტაკლი
განვიხილოთ საკლასო ოთახში.
Ø
მუსიკის
მასწავლებელთან ერთად შევარჩიო თემატიკის შესაბამისი სიმღერები ანბანზე, დედაენაზე
და სამშობლოზე.
Ø
გავანაწილო
ლექსები ანბანის ყველა ასო-ბგერაზე, იაზე, დედაენაზე, დედაზე, საქართველოზე, . ასევე
შევასწავლო ცეკვა ,,ქართული“.
Ø
მოვიწვიო მშობელთა კრება და გავაცნო პროექტის შინაარსი,
მიზნები და რესურსები.
Ø
წარვადგინო
რეპეტიციების განრიგი.
Ø
გავაცნო
პროექტის შინაარსი ამავე სკოლის V კლასის მოსწავლეს და შევთავაზო
იაკობ გოგებაშვილის როლი სპექტაკლში.
Ø
ინტერნეტით
მოვიძიო ფოტო მასალა და ბავშვების რჩევის გათვალისწინებით ავაწყო ლექსების შესაბამისი
პრეზენტაცია.
Ø
დავამზადო
სასცენო დეკორაციები, მოსაწვევები და აფიშა პროექტის პრეზენტაციისთვის.
Ø
პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს ვთხოვ, დახატონ ფერადი ფანქრებით თაბახის ფურცლებზე შთაბეჭდილებები, თუ რა დაამახსოვრდათ და მოეწონათ
პროექტის მსვლელობის დროს.
Ø
მოვაწყობთ
ნახატების გამოფენას და მოვიწვევთ მშობლებსა და მასწავლებლებს.
6.სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები: ფორმატის ფერადი და თეთრი ფურცლები, თაბახის ფურცლები,
წებო, სკოჩი, გუაშის საღებავები, ფუნჯები,
ქინძისთავები, ნემსი, ძაფი, კომპიუტერები,
პროექტორი, ციფრული კამერა, ვიდეოკამერა. დეკორაციები: პეპლები, ფრინველები, იები.
No comments:
Post a Comment